შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა
07.11.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი 320 ლარი უნდა იყოს. კანონპროექტის მიზანია კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, დასაქმებული პირის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გარანტი იქნება. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრები არიან, მათ შორის ბექა ნაცვლიშვილი, ემზარ კვიცარიძე, ეკა ბესელია და სხვები. ჩვენი გადამღები ჯგუფი მოქალაქეების აზრით დაინტერესდა- რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი