შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკანონო ნადირობის ფაქტი
06.11.2019
უკან დაბრუნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი. ამოღებულია ნივთმტკიცებულებები - დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი . მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 50 000 ლარს შეადგენს.