შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ას საფეხურიანი კიბის საპროექტო დოკუმენტის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
06.11.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის ას საფეხურიანი კიბის საპროექტო დოკუმენტის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. შპს ,,გეო ანალიტიკა“მ ტენდერი 23 000 ლარის სანაცვლოდ მოიგო.როგორც არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების და ძეგლთა დაცვის უფროსი რუსუდან ჩინჩალაძე აცხადებს საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი კომპანიამ 2 თვის ვადაში უნდა შეადგინოს, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი რა თანხა დასჭირდება ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას და მიმდინარე ფასადის მოწესრიგებას. ხელშეკრულება გამარჯებულ კომპანიასთან 13 ნოემბრამდე გაფორმდება.