შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ხარება“ დაათვალიერეს
06.11.2019
უკან დაბრუნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ხარება“ დაათვალიერეს. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა, , იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრეს. კომპანია "ხარებამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება; საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 9 ახალი საწარმო შეიქმნა და 86 გაფართოვდა