შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლევან დავითაშვილი და ზვიად შალამბერიძე, ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს სტუმრობდნენ
05.11.2019
უკან დაბრუნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათში, ვახტანგ ჯიხვაძის საოჯახო მარანს სტუმრობდნენ. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები ადგილობრივ და საოჯახო მარნების მფლობელ მეღვინეებს შეხვდნენ და იმერეთის რეგიონში აგროტურიზმის განვითარების კუთხით წყალტუბოს რეაბილიტაციის ინიციატივასა და სამინისტროს მიერ რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. დღესვე, ადგილობრივმა მეღვინეებმა საკუთარი პროდუქტის პრეზენტაცია მოახდინეს, სადაც ბაღდათში არსებული მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარებით, მნიშნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების პერსპექტივაზე გამახვილდა ყურადღება.