შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტორპედო კრისტალბეთ ეროვნიუული ლიგის 33-ე ტურს თბილისის ”დინამო“ არენამ უმასპინძლა
05.11.2019
უკან დაბრუნება
ტორპედო კრისტალბეთ ეროვნიუული ლიგის 33-ე ტურს თბილისის ”დინამო“ არენამ უმასპინძლა, სადა, გათამაშების ლიდერი ადგილობრივი დინამო ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა. ე. წ ქართული კლასიკო ძალზედ საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. მიუხედავად ტორპედოელთა უპირატესობისა, შექმნილი საგოლე მომენტებისა, „დინამო“ პირველ ტაიმში ექს ტორპედოელის ლევან კუტალიას გოლებით 2:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმში ტორპედო კვლავ აქტიურად უტევდა და მხოლოდ მატჩის მიწურულს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერთი ბურთით უპასუხა. გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ ტორპედომ დასანანი მარცხი 1.2 განიცადა. ამ გამარჯვებით თბილისის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათ ამაშების ცხრილის სათავეში გადაინაცვლა. ხოლო ტორპედო, ცხრილის 7-ე ადგილზე დაქვეითდა და ე. წ ფლეიოფის ზონას მიუახლოვდა. მომდევნო შეხვედრას ტორპედოელები უშუალო კონკურენტ გორის დილას 10 ნოემბერს წყალტუბოში მასპინძლის სტატუსით დახვდებიან.