შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია
31.10.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის „ტორპედოში“ რამდენიმე თვეა ფინანსური კრიზისია. ორი წლის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ჯერ კიდევ ინვესტორის გარეშეა. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგაძემ გერმანელ ინვესტორებთან შეხვედრის შემდეგ „ტორპედოს“ შესახებ განაცხადა, რომ გერმანელები დაინტერესებული არიან კლუბი „ტორპეტო“ ქუთაისის საწრთვნელი ბაზით, და სურთ ორი მოედანი აიღონ სადაც საფეხბურთო სკოლას და აკადემიას მოაწყობენ. ხოლო რაც შეეხება დავალიანების საკითხს ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი გემანულ მხარესთან არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საფეხბურთო კლუბმა არსებობა არ შეწყვიტოს.