შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვახტანგ სიხარულიძე, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მომსახურე პერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს
28.10.2019
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთერთი დამფუძნებელი ვახტანგ სიხარულიძე, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მომსახურე პერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს. მას 12 ოქტომბერს ღამის საათებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კლინიკას შესაბამისი დარგის სპეციალისტი არ ჰყავდა, ამიტომაც საავადმყოფოს პერსონალმა საკუთარი სახსრებით სხვა სტაციონარში გადაამისამართა, სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმ-ტოქსიკოლოგი გაუწევდა დახმარებას. ჩვენი გადამღები ჯგუფი კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, მათი განცხადებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.