შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 32-ე ტურს რუსთავის ტექნიკურმა ბაზამ უმასპინძლა
28.10.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 32-ე ტურს რუსთავის ტექნიკურმა ბაზამ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი რუსთავი ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა, შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმის დასაწყისშივე რუსთაველებმა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. რომელიც ბექა ქავთარაძემ ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში მასპინძლებს პაატა კიკიტაიშვილი დააკლდა, რომელმაც წითელი ბარათი დაიმსახურა , რის შემდეგაც რუსთავის გუნდი ათი ფეხბურთელით დარჩა, თუმცა ტორპედოელებმა ვერ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და მატჩის მიწურულს საკუთარ კარში გიორგი ლაცაბიძის მიერ გატანილი გოლი მიიღეს. სააბოლოოდ მატჩი მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ამ წაგების მიუხედავად ქუთაისის ტორპედო გათამაშების ცხრილში 40 ქულით, მეხუთე ადგილს ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრაში ტორპედოელები სამ ნოემბერს თბილისში დინამო არენაზე ადგილობრივ დინამოს ესტუმრებიან.