შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცხრა ნოემბერს, ქუთაისში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება
28.10.2019
უკან დაბრუნება
ცხრა ნოემბერს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება, მათ შორის იქნება ნინო სურგულაძე. საქველმოქმედო კონცერტს ფონდი „ნატვრის ხე “ და იმერეთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. კონცერტზე შემოსული თანხა კი სრულად იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მძიმედ დაავადებულ ბავშვებს გადაეცემა, რომლებსაც მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროებათ. აღსანიშნავია, რომ ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხე“ რეგიონებში გასვლითი საქველმოქმედო კონცერტების გამართვა ქუთაისიდან დაიწყო.