შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2020 წლის დასაწყისში ქუთაისში 60 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა
27.10.2019
უკან დაბრუნება
2020 წლის დასაწყისში ქუთაისში 60 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა და ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ ავტობუსები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება . საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შეძენას ითვალისწინებს.