შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური ტურნირი დღეს ქუთაისში გაიხსნა
26.10.2019
უკან დაბრუნება
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური ტურნირი დღეს ქუთაისში გაიხსნა. აქტივობა ორ ლოკაციაზე მოეწყო,მოასპარეზეები ერთმანეთს გეზმრბენსა და ფრენბურთში დაუპირისპირდნენ. ტურნირში ქუთაისის საჯარო და კერძო 45 სკოლის, გოგონათა და ვაჟთა 220 გუნდი ჩაერთვება. შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში გაიმართება. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას რეგიონულ, ზონალურ და ეროვნულ ტურებში მიიღებენ. გამარჯვებული სკოლების მოსწავლეები კი საქართველოს სახელით მსოფლიო ოლიმპიადაზე გავლენ. ოლიმპიადა ტრადიციულ ხასიათს ატარებს.ტურნირი ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა.