შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2019“ გაიმართა
25.10.2019
უკან დაბრუნება
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2019“ გაიმართა. ფესტივალზე მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი. დღესასწაული ტრადიციულად ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ფინალური შეხვედრით სოფ. რუფოთსა და ძევრს შორის დაიწყო, შეხვედრაში მონაწილე გუნდებს ფულადი და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კონცერტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მხატვრულმა კოლექტივებმა მიიღო. სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თერჯოლის სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის ნამუშევრები და კერძო კოლექციონერთა გამოფენა. ღვინის ფესტივალში გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა სომელიეთა ჟიურიმ 6 ნომინაციაში გამოავლინა. გამარჯვებულებს სიგელები და პრიზები გადაეცათ. თერჯოლის_ღვინის_ფესტივალი მევენახეების პროდუქტის პოპულარიზაციას ემსახურება.ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დასწრნენ. ფესტივალი შვიდი წელია იმართება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს .