შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მეიჯერელ საქართველოსთან გააფორმა
22.10.2019
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მეიჯერელ საქართველოსთან გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და მეიჯერელ საქართველოს დირექტორმა ალექსანდრე მირონენკომ მოაწერეს. რომლის ფარგლებში მეიჯერელ საქართველო უნივერსიტეტთან ერთად ქუთაისში გეგმავს ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს გერმანულ ენაზე მოსაუბრე სტუდენტების კვალიიკაციის ამაღლებას და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე მათ დასაქმებას. კომპანია ქართულ ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა და უკვე 1000 ადამიანი ყავს დასაქმებული, საქართველოს გარდა მეიჯერელი მსოფლიოს მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომელთა რაუდენობა 48 000 ადამიანს უტოლდება.