შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო,
21.10.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ტორპედო“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ დაუხვდა. აღნიშნული მატჩის ჩატარება ქუთაისლებს დუბლშემადგენლობისა და ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებით მოუწიათ. ანგარიში, მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი აბზიანიძის ავტოგოლით გაიხსნა, ხოლო მე-60 წუთზე გიორგი დიასამიძემ საჯარიმო დარტყმით სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნიშანდობლივია, რომ 51-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ პენალტი შეასრულა, მაგრამ „ტორპედოს“ 16 წლის კიპერმა დავით ასათიანმა აუღო. თამაშზე კიდევ ერთი საინერესო ფაქტი დაფიქსირდა, ტორპედოს შემადგენლობაში 13 წლის სოსო კოპალიანი მოხვდა, რაც კლუბის და ქვეყნის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. კლუბი შემდეგ თამაშს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარ ფინალში 23 ოქტომბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე კვლავ საბურთალოსთან გამართავს. რა შემადგენლობით ითამაშებს ტორპედო და გამოცხადდება თუ არა გუნდი თამაშზე ჯერ უცნობია.