შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2019 წელს მადლიერების სახლის ავტოქარხნის ფილიალის რეაბილიტაცია იგეგმება
20.10.2019
უკან დაბრუნება
2019 წელს მადლიერების სახლის ავტოქარხნის ფილიალის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ ააიპ „მადლიერების სახლის“ ხელმძღვანელმა თამთა ბაკურაძემ განაცხადა. მისი თქმით პროექტი ამავე წლის ბიუჯეტშია გაწერილი. რომელიც დაახლოებით 15 000 ლარით განისაზღვრება. მან ასევე დღის ამბების გადამღებ ჯგუფთან 2020 წელს, მადლოერების სახლის ნინოშვილის ფილიალში დაგეგმილი, სამრეცხაოს მოწყობის თაობაზეც ისაუბრა. ბაკურაზის თქმით, იდეა გენდერულ საბჭოს ეკუთვნის. ორივე პროექტისთვის ჯამში დაახლოებით 30 000 მდე ლარი დაიხარჯება . მადლიერების სახლი 800 მდე ბენეფიციარს ემსახურება.