შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საზოგადოება ქუთაისელში საქართველოს მწერალთა ხელოვანთა და მეცნიერთა ახლად არჩეულ წევრებს დიპლომები გადასცეს
19.10.2019
უკან დაბრუნება
საზოგადოება ქუთაისელში საქართველოს მწერალთა ხელოვანთა და მეცნიერთა ახლად არჩეულ წევრებს დიპლომები გადასცეს. მწერალს ცირა შალაშვილს კი ანა კალანდაძის სახელობის პრემია მეორედ გადაეცა, ანა კალანდაძის სახელობის პრემია მიიღო მწერალმა ელისო ქაროსანიძემ, ხოლო მწერალმა ლია გვენეტაძემ ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მეორედ დაიმსახურა.საზოგადოება ქუთაისელის რამოდენიმე წევრს კი ღვაწლმოსილის სტატუსი მიენიჭა. დაჯილდოვება საზოგადოება ქუთაისელის გაზეთ უქიმრიონის 30 წლის იუბილეს უკავშირდება. დღესვე საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ ახალგაზრდა მუსიკოს_შემსრულებლები, რომლებიც თურქეთში გამართულ ფესტივალზე წარმატებით გამოვიდნენ. საზოგადოება ქუთაისელი 30 წლის საიუბილეო გრანდიოზულ ღონისძიებას ნოემბერში გამართავს