შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტელე–კინო–დრამის რეჟისორი პაატა მილორავა 60 წლის გახდებოდა
17.10.2019
უკან დაბრუნება
ტელე–კინო–დრამის რეჟისორი პაატა მილორავა 60 წლის გახდებოდა, საიუბილეო თარიღი ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აღინიშნა. თეატრში გამართულ ღონისძიებას პაატა მილორავას მეგობრები, კოლეგები და მსახიობები ესწრებოდნენ. მათ მწერალისა და რეჟისორის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. პაატა მილორავამ საკუთარი სცენარით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები „იქ ჩვენთან“, „წინა დღეს“, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ვირთხა“ და მხატვრული ფილმი „ჯერ შეიცადეთ“. არის არაერთი პრიზის მფლობელი. ის 2014 წელს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.