შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა
16.10.2019
უკან დაბრუნება
ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დამსწრეთათვის წარმოდგენილი იყო წიგნები და საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ბიბლიოთეკას კუთვნილებაში გადაეცა. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც მიზნად საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს. ნატოს დღეები 2019 სამ ოქტომბერს დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.