შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეიძლება ცვლილებები შევიდეს
15.10.2019
უკან დაბრუნება
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შეიძლება ცვლილებები შევიდეს. ახალი დადგენილება მძღოლებს ავალდებულებს მსუბუქი ავტომობილით 12 წლამდე ბავშშვი სპეციალური მოწყობილობით გადაიყვანონ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ბავშვის სიმაღლესთან და წონასთან. აგრეთვე ახალი რეგულაცია სავალდებულოს ხდის უსაფრთხოების ღვედის სარგებლობას ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძლით მგზავრობის დროს, ისევე როგორც ეს სავალდებულოა წინა სავარძლით მგზავრობისას. კანონპროექტის ავტორი ეკა ბესელიაა. ინიციატივის განხილვა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. დღის ამბების გადამღები ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და მოსახლეობის აზრით მოისმინა.