შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
14.10.2019
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. პეტრე პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მრევლი მოსალოცად დილიდან შეიკრიბა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთასწორი მეფის მირიანისა და დედოფალი ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს. სვეტიცხოვლის ტაძარი ქართველთა უმთავრეს და უპირველეს ტაძრად ითვლება, რადგან ის უდიდეს სიწმინდეს უფალ იესო ქრისტეს კვართს ინახავს, რომელიც ყველა მართლმადიდებლის სიწმინდის სიმბოლოა.