შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი დღეს ჩატარდა
14.10.2019
უკან დაბრუნება
საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი დღეს ჩატარდა. საყოველთაო ჯვრისწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და ჩოხოსნების ორგანიზებით გაიმართა. ჯვრისწერა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მთელი საქართველოს მასშტაბით შედგა და იმ წყვილებს დაწერეს ჯვარი, რომლებსაც ოჯახები აქვთ და დღემდე ჯვარი არ დაუწერიათ . ბაგრატის საკათედრო ტაძარში ხუთშვილიან წყვილს მამა გიორგიმ დაწერა ჯვარი. ცერემონიალს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები დაესწრნენ. საყოველთაო ჯვრისწერით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ოჯახის სიმტკიცეს უწყობს ხელს.