შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფოტოკონკურსი ,,ილო 2019“ საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყო
10.10.2019
უკან დაბრუნება
ფოტოკონკურსი ,,ილო 2019“ საკონკურსო ნამუშევრების მიღება დაიწყო. კონკურსი 12 წელია არსებობს. მოყვარულმა თუ პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა თავისუფალ თემატიკაზე გადაღებული ფოტოები 2019 წლის 12 ნოემბრამდე ციფრული ფაილებით უნდა გააგზავნონ, მისამართზე რუსთაველის გამზირის 3 ნომერში, თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს 5ი ფოტოსურათი წარადგინოს ერთდროულად. ფოტოკონკურსს 4ი გამარჯვებული ეყოლება, რომლებსაც ორგანიზატორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები 2019 წლის 15 ნოემბერს გადაეცემათ. ასევე ფოტოკონკურსში არსებულ რუბრიკა „ჩემი ქალაქის“ გამარჯვებული 2020 წლის 2 მაისს ქალაქობის დღესასწაულზე გახდება ცნობილი.