შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„სიკეთის საგალობელი“
10.10.2019
უკან დაბრუნება
„სიკეთის საგალობელი“ ასე ჰქვია სპექტაკლს რომელიც ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის შვილობილებმა, ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოადგენს, სპექტაკლი რეჟისორმა ზაალ აღლაძემ, ბერი ანდრიას ლიტერატურული ჩანახატების მიხედვით დადგა. ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი ერთადერთი ფონდია საქართველოში ,რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების ,მოზარდებისა და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე,რაც მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია. ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის შვილობილებმა, ლიტერატურული ჩანახატები სცენაზე გააცოცხლეს .სპექტაკლი ქუთაისის მხარდაჭერით შედგა.