შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ აკაკი ტყეშელაშვილმა ბრიფინგი გამართა
09.10.2019
უკან დაბრუნება
წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ აკაკი ტყეშელაშვილმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზებზე ესაუბრა.ტყეშელაშვილის თქმით განთავისუფლება მის პოლიტიკურ ორიენტაციასა და სკოლაში არასწორად დამონტაჟებული გათბობის სისტემის მის მიერ გაპროტესტებას მოჰყვა. აკაკი ტყეშელაშვილი დაკავებული თანამდებოდიდან ამა წლის 4 ივლისს პედაგოგიური ნორმების დარღვევის მიზეზით გაათავისუფლეს,თუმცა აღსანიშნავია რომ პედაგოგიურ უფლებამოსილებას ის ამავე სკოლაში დღემდე განაგრძობს და განცახადების საფუძველზე მხოლოდ დირექტორის მოადგილის სტატუსი დაკარგა.განთავისუფლებაში ტყეშელაშვილი წყალტუბოს რესურსცენტრიის უფროსს მამუკა ჩხეტიანსა და სკოლის დირექტორს გიორგი ბენიძეს ადანაშაულებს.