შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე წინა საგასტროლო ტექნიკური რეპეტიცია გაიმართა
04.10.2019
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე წინა საგასტროლო ტექნიკური რეპეტიცია გაიმართა. დღეიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით თეატრი პირველად საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ორ ქვეყანაში ბელორუსიაშა და ლიეტუაში მიემგზავრება. მესხიშვილის თეატრის მსახიობები ორ მოქმედებიან დრამას „დუპლეტი“ 5 ოქტომბერს მინსკში თეატრალურ ფესტივალზე წაეადგენენ. გასტროლის ფარგლებში კი 9 ოქტომბერს ბელორუსიის მაყურებელს ორ მოქმედებიან სპექტაკლს „ქარი ქრის ვერხვებში“ შესთავაზებს , 10 ში კი ერთმოქმედებიან კომედიას „სიმართლე“ 12 დან 15 ოქტომბრის ჩათვლით კი მესხიშვილელებს ლიტვაში, ქალაქ კაუნასში უმასპინძლებენ. 2018 _2019 წლების თეატრალური სეზონი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, მესხიშვილის თეატრმა მონაწილეობა მიიღო რამდნიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.