შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საბავშვო ბაღში სწავლას ,ნოემბრიდან სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი შეძლებს
02.10.2019
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საბავშვო ბაღში სწავლას ,ნოემბრიდან სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი შეძლებს. ამ დრომდე, ბაღი სოფლად არსებული კონტიგენტის სრულად მიღებას ვერ ახერხებდა და შერეულ ჯგუფში მხოლოდ 39 აღსაზრდელი ირიცხებოდა, ნოემბრიდან კი, მათ კიდევ 25 ბავშვი შეემატებათ. ახალი ჯგუფის მიღება ბაღში დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ დროისთვის, ადგილზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 343 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე პროცესი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერა. სოფელ ახალი საყულიის ბაღის დამატებითი სივრცის რეაბილიტაციის საჭიროება სოფლის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან პროექტის, "ღია შეხვედრების" ფარგლებში, დააყენა.