შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რამაზ ჩხიკვაძემ თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორს, დოდო ჩიკვაშვილს უმასპინძლა
01.10.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორს, დოდო ჩიკვაშვილს უმასპინძლა. შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. დოდო ჩიკვაშვილმა 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდშივე მიწვეულ იქნა ი.ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტში სამუშაოდ, მემბრანოლოგიის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1985 წელს დაიცვა საკვალიფიკაციო დისერტაცია თემაზე:„მაიონიზირებელი დასხივების გავლენა თავის ტვინის მემბრანულ ცილებზე”. 1992 წლიდან ოჯახით ისრაელში ცხოვრობს. შეხვედრა ქუთაისის-ქალთა-კლუბის ორგანიზებით გაიმართა.