შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბათუმის დინამო -ქუთაისის ტორპედო-2:1
30.09.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტორპედომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 29 ტურში წყალტუბოს 26 მაისი ს სახელობის სტადიონზე გათამაშების ლიდერს ბათუმის დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა ძალზედ საინტერესო და დაძაბული გადმოდგა, თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ. ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ბათუმელებმა 2 ბურთის გატანა შეძლეს. აღსანიშნავია, მეორე გოლი რომელიც პენალტით გავიდა. რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. ხოლო მეორე ტაიმში მიუხედავად გუნდების აქტიურობისა გოლები არ გასულა. საბოლოოდ შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ამ გამარჯვებით ბათუმის დინამომ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა ხოლო ტორპედო კვლავ მეოთხე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ტორპედო 5 ოქტომბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის ლოკომოტივს ესტუმრება.