შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად შექმნილმა კომისიამ მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყო
30.09.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად შექმნილმა კომისიამ მუშაობის მეორე ეტაპი დაიწყო. კომისიას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობს , მისი განმარტებით ქალაქის ყველა სკოლის საჭიროების შესწავლა ადგილზე მოხდება , რომლის შემდეგაც პრიორიტეტები განისაზღვრება. საკრებულოს თავმჯდომარე დღეს N37-ე, 24-ე -34-ე და 35-ე სკოლებში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო.