შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა
30.09.2019
უკან დაბრუნება
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიცია ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შესაძლო გასხვისებიას ეხებოდა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს მერიას განცხადებით მიმართა. ქუთაისის მერიაში თვითმმართველობის შენობის გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მერიაში განმარტავენ, რომ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.