შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ბარ ქემფი“ ქუთაისში ოფიციალურად გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება
28.09.2019
უკან დაბრუნება
ქართველი და უცხოელი სამოქალაქო აქტივისტების საერთაშორისო ღონისძიება ,,ბარ ქემფი“, სადაც მონაწილეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელონ და საკუთარი პოზიციები გამოთქვან, ქუთაისში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.. ,,ბარ ქემფი“ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მთავარი თემატიკა იქნება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და მედია, ადამიანის უფლებები, კონფლიქტი და ცრურწმენები, აგრეთვე ქალთა უფლებები და პრობლემები გარემოსდაცვით საკითხებზე. ღონისძიების ორგანიზატორი ჩეხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ნესეჰნუტი“ და ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზინტერკონტია“ .ქუთაისი უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს.