შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“- „რუსთავი“-4:2
27.09.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს დავით ყიფიანის სახლობის თასის გათამაშების ერთ მეოთხედ ნახევარ ფინალს რუსთავში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტ კომპლექსმა უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი რუსთავი და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უშედეგოდ ფრედ 0-0 დასრულდა. გამარჯვებულის ბედი თერთმეტ მეტრიანმა პენალტებმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია ტორპედოს კაპიტნის როინ კვასხვაძის გამორჩეული თამაში, მან თერთმეტმეტრიანი მოიგერია და პენალტიც უბადლოდ შეასრულა. საბოლოოდ ტორპედომ პენალტების სერიაში 4-2 გაიმარჯვა. მომდევნო შეხვედრას ტორპედო კვირას 30 სექტემბერს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების ლიდერს ბათუმის დინამოს წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.