შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, პროექტის მდინარეები ნარჩენების გარეშე სუფთა შავი ზღვა ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ლოკაციაზე დასუფთავების აქცია გაიმართა
21.09.2019
უკან დაბრუნება
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, პროექტის მდინარეები ნარჩენების გარეშე სუფთა შავი ზღვა ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ლოკაციაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის სპექტრის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და უცხოელმა მოხალისეებმა. დასუფთავების აქციები იმერეთის მასშტაბით გაიმართა. უამინდობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა ბევრი ნარჩენი შეაგროვეს. ქალაქში დაბინძურებული სხვა ლოკაციების დასუფთავება უახლოეს მომავალში დაიგეგმება. მსოფლიო დასუფთავების დღე პოზიტიური სამოქალაქო აქტივობაა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი, სუფთა გარემოს ჩამოყალიბებას.