შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა
21.09.2019
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარადგინა. ხოლო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა ლევან კიკნაველიძემ დაიკავა. იოსებ ხახალეიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ოთხი წელი კი - რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე. ლევან კიკნაველიძე დღემდე „ჭიათურ-მანგანუმ ჯორჯია”-ს მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში კი მუშაობდა: საქართველოს კონტროლის პალატაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ქუთაისის სასამართლოში, სადაც სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა. მოადგილეები სამუშაო პროცესში ოფიციალურად უკვე ჩაერთნენ და საკურატორო სფეროებს დეტალურად ეცნობიან.