შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის ორგანიზებით ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა ,,მარში კლიმატისთვის“ გაიმართა
20.09.2019
უკან დაბრუნება
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგის ორგანიზებით ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა ,,მარში კლიმატისთვის“ გაიმართა. მშვიდობიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იმერეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მარშის მიზანია მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდოს. კლიმატური მარში მსოფლიოში გაიმართა და მასში ათასზე მეტი ქალაქი ჩაერთო. მსვლელობა ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან რუსთაველის ხიდის მიმართულებით მოეწყო, მარშის ბოლოს მონაწილეებმა კოლხური შადრევნის ირგვლივ მზე გამოსახეს.