შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თბილისის “საბურთალოსა“ და ქუთაისის “ტორპედოს“ შორის მატჩი ანგარიშით 1 : 1 დასრულდა
17.09.2019
უკან დაბრუნება
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების გამოტოვებული 22ტურის მატჩი გაიმართა .სადაც ერთამნეთს თბილისის „საბურთალო“ და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ.პირველ ნახევარში ცოტნე მოსიაშვილის გოლით ტორპედო დაწინაურდა ხოლო მეორე ტაიმში საბურთალოს ფეხბურთელები სრული უპირატესობით გამოირჩეოდნენ. მატჩის მიწურულს მათ ანგარიში გაათანაბრეს. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო წუთზე საბურთალომ პენალტის რეალიზება ვერ შეძლო ბურთი ტორპედოელთა ახალწვეულმა 16 წლის დავით ასათიანმა მოიგერია.აღსანიშნავია რომ ამ მატჩში ასათიანმა 10 სეივი შემოგვთავაზა,ეს მისთვის ტორპედოს ძირითად შემოდგენლობაში მეორე მატჩი იყო.მომდევნო შეხვედრას ტორპედო 20 სექტემბერს ბოლნისში ადგილობრივ სიონთან გამართავს და ამით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო მეოთხე წრე დაიწყება.