შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს სახალხო არტისტი, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა
14.09.2019
უკან დაბრუნება
საქართველოს სახალხო არტისტი, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა. ის იყო მრავალი ჯილდოსა და პრემიის კავალერი - აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი ასევე ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 2010 წელს ქუთაისში მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა. ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა და დანაკარგი რომელიც ქუთაისის თეატრის მასშტაბებს სცდება, ასე შეაფასა უფროსი კოლეგის გარდაცვალება მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა.