შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა
14.09.2019
უკან დაბრუნება
გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ქალაქის მასშტაბით მიტოვებული შენობების თემას გამოეხმაურა და ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. წულაიას თქმით, ქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება, რომელთა ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა მერია მფლობელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ თხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოგვიანებით გააკეთებენ.