შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურს ივანწმინდის სტადიონმა უმ ასპინძლა, სადაც ერთმანეთს საჩხერის ჩიხურა და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდა
13.09.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურს ივანწმინდის სტადიონმა უმ ასპინძლა, სადაც ერთმანეთს საჩხერის ჩიხურა და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდა. ორივე გუნდში მყოფი ტრავმირებული ფეხბურთელების მიუხედავად, შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩის მიწურულს გოლი ტორპედოელთა კარში ლაშა ჩიკვილაძემ გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჩიხურას ფეხბურთელმა შოთა კაშიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მოპოვებული ერთი ქულით ტორპედოელები გათამაშების ცხრილში კვლავ მე-4 პოზიციას ინარჩუნებენ. ფეხბურთელები, გუნდში არსებული პრობლემების გამო , ჩემპიონატში საბურთალოსთან გამოტოვებულ შეხვედრას სავარაუდოდ 16 სექტემბერს გამართავენ.