შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის რეგიონის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი პირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განახლდა
10.09.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის რეგიონის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი პირველად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განახლდა. წლის დასაწყისი სიმბოლურად, სოფელ ფარცხანაყანევში, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნით აღინიშნა. შესრულებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ დაათვალიერეს. რეაბილიტაციის შედეგად საბავშვო ბაღში გარე ფასადი, სველი წერტილები მოწესრიგდა.ასევე შიდა ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო .პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 889 ლარი დაიხარჯა. სკოლამდელი დაწესებულება 60 აღსაზრდელზეა გათვლილი.