შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამთავრობო გუნდთან შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო
31.08.2019
უკან დაბრუნება
სამთავრობო გუნდთან შეხვედრების დროს მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. რეგიონის მასშტაბით რიგი საკითხები უკვე გადაიჭრა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიმის მაცხოვრებლებმა ხელისუფლებას რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება თხოვეს, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტად სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასახელდა. პრობლემის მოსაგვარებლად აღნიშნულ სოფელში სამუშაოები უკვე დაიწყო და მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო. იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მათ მიერ დასახელებული საჭიროებების მოგვარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაგეგმილია პრიორიტეტების გათვალისწინება მომავალი წლის ბიუჯეტში