შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზაფხულის პერიოდში ცხოველთა დაკბენის შემთხვევები იმატებს
28.08.2019
უკან დაბრუნება
ზაფხულის პერიოდში ცხოველთა დაკბენის შემთხვევები იმატებს, ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, მას ბერძნულად ,,ჰიდროფობიას“ უწოდებენ, რაც წყლისადმი შიშს ნიშნავს. ამ სენით ადამიანი ცოფიანი ცხოველის, ფრინველის ან მღრღნელის დაკბენით ავადდება, დაგვიანებული აცრის დროს კი ყველა შემთხვევა ფატალურად მთავრდება. ცოფის ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან 1 წლამდე, ზოგჯერ მეტხანსაც გრძელდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ცოფით 60 ათასზე მეტი კაცი იღუპება. შესაბამისად მედიკოსები ცხოველთა დაკბენის შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ.