შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მე-15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა
27.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მე-15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ქალაქის მერმა ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე სკოლის დამატებითი ფლიგელის გარე ფასადის მოწესრიგება მიმდინარეობს. შენობა განახლებულ იერსახეს სწავლის დაწყებამდე მიიღებს. ქუთაისში 19 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კეთდება სპორტ დარბაზები, სველი წერტილები და სრულდება გადახურვის სამუშაოები. ქუთაისის 19 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის მთავრობის განკარგულებით 2 მლნ ლარი გამოიყო.