შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაო
17.08.2019
უკან დაბრუნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელ რქვიაში, სკანდასა და შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიაში გაზიფიცირების სამუშაოები 16 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. სულ გაზიფიცირდება 158 კომლი. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ შიმშილაქედში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისიდან მიმდინარეობს და სექტემბერში დასრულდება. საერთო ჯამში, გაზიფიცირდება 39 ოჯახი. “. რაც შეეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდეს, აქაც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო გაზიფიცირება და სექტემბერში, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობას შეძლებს 215 კომლი. 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ლიდერი ქვეყანაა ევროპაში. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი.