შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერად ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართ
14.08.2019
უკან დაბრუნება
იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერად ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს. უხუთის, საპრასიისა და ქვედა და ზედა გორას მაცხოვრებლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე ყველა ის საკითხი დასვეს, რომლის დროულად მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია. ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებისას მოქალაქეებმა ის პრიორიტეტები დაასახელეს, რომლებიც მათი სოფლების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, შეიქმნება ისეთი პროგრამები, როომლებიც მოქალაქეების საჭიროებების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.