შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახები ჭიათურის და ზესტაფონის მერებმა მოინახულეს
10.08.2019
უკან დაბრუნება
2008 წლის აგვისტოს ომის გმირების-შმაგი კუპატაძისა და ზაზა ფერაძის ოჯახები ,,ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებმა, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მერებმა მოინახულეს. გარდაცვლილის ოჯახებს 10 000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება გადაეცათ. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება სამშობლოს შეწირული გმირების ოჯახების დასახმარებლად მიიღო. ასევე, ჭიათურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა შუამდგომლობით, რომ სკოლას რომელიც ომის გმირმა შმაგი კუპატაძემ დაამთავრა მისი სახელი მიენიჭოს. შმაგი კუპატაძე 2008 წელს აგრესორთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა. გარდაცვალების შემდეგ ის მხედრული მამაცობისთვის მედლით დაჯილდოვდა. აგვისიტოს ომის მეორე გმირი, ზესტაფონის მკვიდრი, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე აგვისტოს ომამდე, ერაყშიც იბრძოდა, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ზაზა ფერაძეს გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსნის მედალი მიენიჭა.