შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპიების ტესტირებაზე ბარიერი 59 კონკურსანტმა გადალახა
03.02.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ კოტე ქავთარაძემ,ჟურნალისტებს ააიპ კულტურულ სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებებში ვაკანსიებზე ჩატარებული ტესტირების შედეგები გააცნო. კონკურსში 224-მა კონკურსანტმა ჯამში-546 აპლიკაცია წარადგინა. აქედან კომისიამ გადარჩევის მეთოდით 116 კონკურსანტი გადაიყვანა,მათგან ტესტირებაზე 104 ადამიანი გამოცხადდა. საკმარისი ქულები 59-მა პრეტენდენტმა დააგროვა,რომლებიც გასაუბრებას 6 და 7 თებერვალს გაივლიან,კომისიას პრეტენზიით 5 მა აპლიკანტმა მიმართა.