შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ანა ჯინჭარაძეს წმ. ანას ხსენების დღე მიულოცეს
03.02.2016
უკან დაბრუნება
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა და „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ქუთაისში, დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად, დედისა და დის გარეშე დარჩენილი ანა ჯინჭარაძე მოინახულეს, ანაობა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ტრაგედია, როდესაც ანა ჯინჭარაძის დედა და და დაიღუპა, 2009 წლის დეკემბერში მოხდა. ირაკლი აბაშიძის გამზირზე მდებარე მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილი, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის დემონტაჟი ადგილზე პარლამენტის შენობის ასაშენებლად განხორციელდა.ანა ჯინჭარაძეს მამიდა და მამა ზრდის.