შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ავტოქარხნის ოლქში მერაბ კვიცარიძემ მორიგ საპატიო სტუმრებს უმასპინძლა
07.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ავტოქარხნის ოლქში მერაბ კვიცარიძემ მორიგ საპატიო სტუმრებს უმასპინძლა, ამჯერად მან იაპონიასა და თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდა მეგობრები მიიღო , მათ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში საქართველოში ქართული ენის შემსწავლელი ერთთვიანი კურსი გაიარეს. ქუთაისში ვიზიტისას კი იაპონელმა სტუდენტმა ვეფხისტყაოსნის ხელით გადაწერაში მიიღო მონაწილეობა. ქუთაისში ყოფნისას ახალგაზრდები მერაბ კვიცარიძის ინიციატივითა და ორგანიზებით ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.